ბესიკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  ოზურგეთში, ბესიკის ქუჩის 1-ლი შესახვევის მოასფალტება დასრულდა.

სამუშაო პროცესს, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მოადგილეებთან ოსიკო თოთიბაძესთან და ირაკლი სირაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, 705 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის გზასთან ერთად მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები და მილხიდები.

გზის რეაბილიტაციას შ.პ.ს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ახორციელებს.

„აღნიშნული ქუჩა, სადაც ასფალტის საფარს ვაგებთ, იყო ამორტიზებული ტერიტორია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ,“- აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ. პროექტის ღირებულება 267 223 ლარს შეადგენს.

#გურია #ოზურგეთი2021#ბესიკისქუჩისრეაბილიტაცია
#ინფრასტრუქტურისგანვითარება

მსგავსი სტატიები