გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ავსტრიისა (ADA) და შვეიცარიის (SDC) განვითარების სააგეტოებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელ პირებთან.
შეხვედრაზე რეგიონის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები, ადგილობრივი ხელისუფლების როლი ინვესტიციების ზრდაში, კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესაძლებლობების დადგენა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ინიციატივები და სხვა საკითხები განიხილეს.
შეხვედრას უძღვებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე- მზია გიორგობიანი, UNDP ექსპერტ კონსულტანტი – მაია ცქიტიშვილი, UNDP FRLD 2 პროექტის მენეჯერი – თიკო ტყეშელაშვილი, UNDP FRLD 2 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი- ოთარ კონჯარია.
აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში – გიორგი სახოკია, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და ოზურგეთის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ალეკო მამეშვილი.
მსგავსი სტატიები