„სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტების მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა, მომდევნო წლებში, ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება,“ -ავთანდილ თალაკვაძე
ოზურგეთში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სოფელ მელექედურში „ჩაის გზის“ ბენეფიციარის ტურისტული სივრცე დაათვალიერეს და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს.
UNDP-ის მიერ, პროექტის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფაზა 2-ის ფარგლებში დაფინანსდა „ჩაის გზის“ პროექტები, რისთვისაც ადგილობრივმა მეწარმეებმა მიიღეს გრანტები. ასევე, შემუშავდა გომის მთის განაშენიანების გეგმის დოკუმენტი და შეიქმნა საინვესტიციო პროფილი. ჯამში, სხვადასხვა პროექტებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პროექტი „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.