თუ გეგმავთ ან უკვე ახორციელებთ საქმიანობას ტყის პროდუქტების წარმოების ან/და ეკო-ტურიზმის მიმართულებით, მაშინ მიიღეთ მონაწილეობა პროექტ ECO.Georgia-ს ფარგლებში გამართულ უფასო ტრენინგში და გაიგეთ მეტი ფინანსებისა და ბიზნეს-გეგმების შემუშავების მიმართულებით!
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გადადით მითითებულ ბმულზე და სურვილის შემთხვევაში 24 მაისის ჩათვლით გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.gle/2dRBFzHF5EPahk36A , ხოლო ბეჭდური ფორმით განაცხადი ხელმისაწვდომია ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარების სამასახურის – საინვესტიციო პროექტების განყოფილებაში.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და ფარავს ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს. შერჩეული მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ტრენინგის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
სასწავლო კურსი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური (SDC) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – ECO.Georgia“-ს ფარგლებში. თანადაფინანსებულია “ECO.Georgia” კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ.
პროექტი ერთობლივად ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით.