ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის გეგმაზე იმსჯელა. აღინიშნა რომ შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნა, სარეაბილიტაცუიო პროგრამები ის მნისვნელოვანი მიმართულებებია რომელზედაც აქტიურად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტმა. განკარგულების საკრებულოს სხდომაზე განხილვა, მისი დამტკიცების მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია.
კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა 2021-2023 წლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებაც. გეგმა ახალგაზრდული საჭირობების კველვის მიხედვით შემუშავდა.
კომისიამ იმსჯელა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცნობილი ქორეოგრაფის ჯუმბერ დუნდუას მემორიალური დაფის მოწყობის შესახებაც. აღნიშნა, რომ მართალია ქორეოგრაფის გარდაცვალებიდან არ არის გასული კანონმდებლობით განსაზღვრული დრო, მაგრამ კომისის და საკრებულოს აქვს უფლება წინადადებით სამთავრობო კომისიას მიმართოს. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტის საკრებულოს სხდომაზე წარდგენას.
მსგავსი სტატიები