ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა კომისიის სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე განიმარტა, გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში, დამოუკიდებელ ცხოვრებასა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის გაზრდაა.
გეგმაში ასახულია ყველა ის ამოცანა, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა რესოციალიზაციას საზოგადოებაში. ასევე, ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას და სხვა არაერთ აქტივობასა თუ სერვისის დანერგავს.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი პასუხობდა.
კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა და მიზანშეწონილად მიიჩნია განკარგულების პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა -დამტკიცება.
სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდმარემ ქეთევან ხომერიკმა, კომისიის წევრებს შემოსული კორესპოდენცია გააცნო.
მსგავსი სტატიები