საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საფუძველზე გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ქ. ოზურგეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიისა (დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩები) და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.
ოზურგეთის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცის პროექტები მოიწონა. როგორც სხდომაზე აღინიშნა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას დაახლოებით 6.000.000.00 ლარი, ხოლო რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის (დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩები) რეაბილიტაციას 1.595.000.00 ლარი მოხმარდება.