საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა.
ბიუჯეტი სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 13 392 941,79 ლარით გაიზარდა. საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ. გაკეთდა განმარტებები კონკრეტულ მუხლებში შასატან ცვლილებებზე, გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაიამ წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვების წესში ცვლილებების თაობაზე ინიციატივა გააჟღერა. კერძოდ, მსოფლიო ჩემპიონებისათვის გაიზარდოს დასაჯილდოვებელი თანხა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო ევროპის ჩემპიონობის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით და მოიხსნას წესში გაწერლი ასაკობრივი სხვაობა. მანვე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის აღმზრდელი კლუბისათვის დასაჯილოდვებელი თანხის ათასი ლარის ოდენობით დაწესება მოითხოვა. დარგობრივი კომისიის თავმჯდომარის ეს ინიციატივა სრულად გაიზიარა საკრებულომ.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დამტკიცდა.