საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში , გაიზარდა და დაზუსტდა 2 376 714 ლარით.
ცვლილებები გადაუდებელი აუცილებლობიდან და იმ ვალდებულებებიდან გამომდინარეობდა, რომელიც მუნიციპალიტეტში გასულ პერიოდში შეიქმნა.„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპლაური სერვისი შეუფერხებლად და უწყვეტად განხორციელდეს“- განიმარტა სხდომაზე.
საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა