ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ყველა მიმართულებით მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე ამ წუთებშიც მუშაობენ.“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უხვი ნალექის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, მერია და ყველა შესაბამისი უწყება მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.