„მაქსიმალურად შევეცდები, თითოეულ ოჯახს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და რეაგირება უმოკლეს დროში მოვახდინოთ.“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ
დაბა ურეკში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს დეპუტატთან ერთად მოინახულა.
ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებს და თანამოქალაქეებს განუმარტა, სახელმწიფო რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს მათ დასახმარებლად.