დიდთოვლობის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

❄️ დიდთოვლობის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ოზურგეთში მთელი ღამის განმავლობაში, გზები თოვლის საფარისგან იწმინდებოდა. ჭარბი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტში, გზებზე არის მომეტებული საფრთხე და შეფერხებები. მერია თანმიმდევრულად, არსებული ტექნიკური რესურსით, ინტენსიურად ახორციელებს გზების გაწმენდას. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომელიც დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.

თავის მხრივ, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები მუშაობენ ცალკეულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

❗️ გთხოვთ თანამოქალაქეებს, თვალი მიადევნოთ ინფორმაციას გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც პერიოდულად განახლდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და მასთან დაკავშირებულ გვერდებზე და გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 511 240 040.

მსგავსი სტატიები