ბახვი – დვაბზუს მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ოზურგეთში, ნასაკირალის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ.
ამ წუთებში, სოფელ ბახვის გადასახვევიდან – დვაბზუს მიმართულებით, ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გაგრძელდება და პროექტი, 2022 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.