ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიას ესწრება.
საღმრთო ლიტურგიას, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები აღავლენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!