გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ.
საზეიმო ღვთისმსახურება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
”გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! მრავალს დაესწარით!”- ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე.