ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე: “დღეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, საზოგადო მოღვაწის და ეროვნული საგანძურის მცველის – ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა.
ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ოზურგეთში მისი მემორიალის რეაბილიტაცია მოხდებოდა. პირობა შევასრულეთ და სოფელ ლიხაურში, სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი სრულად განვაახლეთ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 103 ლარით დაფინანსდა.
ექვთიმეს მოღვაწეობა ყოველთვის დარჩება სამშობლოს უანგარო სიყვარულის და პატრიოტიზმის ძლიერ ისტორიად, რომელიც მომავალშიც არაერთ თაობას მისცემს მაგალითს.”