3 იანვარს დაბადებული პირველი ახალშობილი ოზურგეთში
ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ, 2024 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა.
ლიზი მახარაძე 3 იანვარს კლინიკა „მედალფას“ სამედიცინო ცენტრში დაიბადა. ნათია გოლიაძემ დედას ხათუნა ზაველურს ბავშვის დაბადება მიულოცა და საჩუქრები გადასცა. პატარას კი ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი უსურვა.