🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – Georgia Independence Day

🇬🇪 ოზურგეთში 26 მაისის აღსანიშნავად, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიის ჩართულობით ჩატარდა.

17:10 საათზე შესრულდა ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიეძღვნა. საქართველოს ჰიმნი ლატვიის „ადაჟის თავისუფალი ვალდორფის“ სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს, რომლებიც 1 კვირაა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტაჟირებას გადიან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. მსმენელის წინაშე აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, თემურ თათარაშვილი და ნოდარიკო ხუციშვილი წარსდგნენ.

ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მოქალაქეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

26 მაისის ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.

 

                     

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი