როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ოზურგეთის განახლებას და ურბანულ განვითარებას განვაგრძობთ. გამოცხადდა ტენდერი ჭავჭავაძის ქუჩის, ჭადრების პარკისა და თეატრის წინ მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე.
სამუშაოებს, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განვახორციელებთ ჯამში 11 მლნ ლარი დაიხარჯება.
ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ჩვენი საზოგადოების და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება.