2022 წლის ბიუჯეტი გაიზარდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა.
 29 683 862 ლარით მატების შედეგად ჯამში ოზურგეთის ბიუჯეტი უკვე 57 497 862,63 ლარს შეადგენს, რაც გასულ წლებთან შედარებით უპრეცედენტო შემთხვევაა და 2021 წლის ბიუჯეტს უკვე 16 მილიონი ლარით აღემატება.
 ცვლილებები ბიუჯეტში, დღეს, საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.
 გაზრდილი ბიუჯეტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
 უკვე დაიწყო ქალაქ ოზურგეთის ურბანული განახლება და განვითარება.
„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში“ ქუჩების ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძის რეაბილიტაცია, მრავალბინიანი კორპუსების განახლება ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია; მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულის განახლება- ნინოშვილის ქუჩაზე, ჭადრების ბაღსა და პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სკვერის, ექადიის უნიკალური ტყე-პარკის რეაბილიტაცია, ახალი სპორტული -საჩოგბურთო კორტების მშენებლობა იგეგმება. პროექტები ჯამში 11 135 552 ლარით ფინანსდება.
 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი“-დან 5 898 256 ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. კერძოდ: ანასეულში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, სოფელ ხვარბეთში, დვაბზუში, ციხისფერდში, შეკვეთილში, ხოლო მალე დაიწყება სოფელ მაკვანეთისა და ლიხაურის დამაკვშირებელი გზის მშენებლობა და ასევე ფარნავაზის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია.
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2 627 700 ლარით ფინანსდება ოზურგეთის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი;
 2 550 000 ლარით ფინანსდება სტიქიის სალიკვიდიაციო ღონისძიებები, რაც გულისხმობს დაზიანებული გზების და კრიტიკული მონაკვეთების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სახიდე გადასასვლელების და სანიაღვრე არხების მოწყობას.
 ადგილობრივი შემოსავლებით დაფინანსდება საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე:
წყალმომარაგება: სოფელი ოზურგეთის, ნაგომრის, მერიის, კონჭკათის, გოგორეთისა, ხვარბეთის და თხინვალის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტირება; უკვე არსებულ ჭაბურღილებზე – ნაღობილევის, ციხისფერდის ორ უბანში, ხრიალეთში, ნატანების მე-12 უბანში, წყლის მიმწოდებელი ქსელის პროექტირება.
საგზაო ინფრასტრუქტურა: სხვადასხვა ლოკაციებზე ჯამში 11 მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება განხორციელდება.
შენობა-ნაგებობები: სოფელ მთისპირში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და სოფელ შემოქმედში არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია.
 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 1 086 000 ლარით და ადგილობრივი ბიუჯეტის 500 000 ლარის თანადაფინანსებით, მოხდება იმ პრექტების განხორიციელება, რომლებიც მოსახლეობამ ადგილზე შეხვედრების დროს პრიორიტეტად განსაზღვა.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 300 000 ლარისა და იაპონიის საელჩოს მიერ გამოყოფილი 91 632 აშშ დოლარის – (295 733 ლარი) გრანტებით დაფინანსდება სოფელ ნაგომარში საბავშვო ბაღის, საექიმო ამბულატორიისა და მერის წარმომადგენლის ოფისის რეაბილიტაცია. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი პრაქტიკული სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე აღდგება ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა;
 ოზურგეთის ბიუჯეტში ცვლილებას საკრებულოს წევრებმა ერთხმად დუჭირეს მხარი.

მსგავსი სტატიები