✨ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება.
1 ივნისის პროგრამა:
🕚 11:00 სთ – გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,ბავშვთა დაცვის სისტემისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში,“ ჭადრების პარკის ტერიტორიაზე ატარებს ღონისძიებას ,,ინტერვენცია ბავშვთა მიმართ ძალადობის ხელშემწყობი მავნე სოციალური ნორმების შესამცირებლად,“ რომელშიც ჩაერთვება 50 მოსწავლე და მათი მშობლები;
🕒 15:00 სთ – ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში გაიმართება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
✨ 18:00 საათიდან 22:00 საათამდე თეატრის მიმდებარე სამკუთხა პარკში, ააიპ კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
🔹 ოზურგეთის ინოვაციების ცენტრის ჩართულობით მოეწყობა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა;
🔹 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ჩართულობით ჩატარდება სპორტული შეჯიბრი შემდეგ სახეობებში: (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ტაეკვანდო, ფარიკაობა, ჩოგბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი);
🔹 ოზურგეთის თოჯინების თეატრი გამართავს თეატრალურ წარმოდგენას;
🔹 ფოლკლორული ანსამბლი „მარულა“;
🔹 ანიმატორების პროგრამა;
🕗 20:00 სთ – საზეიმო კონცერტი ბავშვების მონაწილეობით;
🕥 21:30 სთ – “მაკ-ჯორჯია“ – შუა ამაღლების საჯარო სკოლის თეატრალური დასი “რომეო და ჯულიეტა.“
#ოზურგეთი #ბავშვთადაცვისდღე