ოზურგეთში ქუჩის კალათბურთის ტურნირი გაიმართა

🏀 ოზურგეთში ქუჩის კალათბურთის ტურნირი ჩატარდა, სადაც ფინალში პირველობისთვის ასპარეზობდნენ ოზურგეთისა და ბათუმის გუნდები. თამაში სამკუთხა პარკში მიმდინარეობდა.

🎁 გამარჯვებული გუნდები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით, სიგელებით, მედლებითა და ბურთებით დაასაჩუქრა.

🥇I ადგილი – ბათუმის „ზორო“

🥈II ადგილი – ოზურგეთის „კენზო“

🥉III ადგილი – ოზურგეთის „ბუსა“

🏀 ქუჩის კალათბურთის კლუბი 2021 წელს ოზურგეთელმა ახალგაზრდებმა დაარსეს. სამომავლოდ, მუნიციპალიტეტში კლუბის წარმომადგენლების მიერ არაერთი შეჯიბრის ორგანიზება და კალათბურთის პოპულარიზაცია იგეგმება.

მსგავსი სტატიები