ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით – შშმ პირთა პანსიონატს ეწვია.
დაბა ურეკში, პანსიონატის “ბარბარე” ბენეფიციარებისთვის ღონისძიება ჩატარდა და მათ განწყობაზე ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობებმა, ზღაპრის გმირებთან ერთად იზრუნეს.
„14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათი მხარდაჭერა და თანადგომა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.
ასევე, მნიშვნელოვანია ყველამ ერთად მოვახდინოთ შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
მათზე ზრუნვას ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“ – აღნიშნა, ნათია გოლიაძემ.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკონდიტრო “არტ-ნონას” მხარდაჭერით გაიმართა.
მსგავსი სტატიები