არსებული ლანდშაფტის, მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ვგეგმავთ, რეკრეაციული ზონების მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი სკამებისა და ლამპიონების მონტაჟს. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს.” – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ