ოზურგეთის ტექნოპარკში #GITA-ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე დაესწრნენ.
„ოზურგეთის ტექნოპარკი – ეს არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქისათვის, სადაც იდეა, შესაძლებლობები და დაფინანსება ერთმანეთს უკავშირდება. დღეს, გურულმა მეწარმეებმა შედეგი დადეს და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად – 30 000 და 100 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
იხ. ვრცლად: https://bit.ly/3oi9o3E