შობის დღესასწაულზე, ოზურგეთში ტრადიციული „ალილო” გაიმართა.
სადღესასწაულო მსვლელობა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.
მლოცველებმა ალილოს სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს.
მსვლელობაში მობაწილეობდნენ: ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.
ყოველი წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობაში ათასობით მართლმადიდებელი მონაწილეობს.