ოზურგეთში ტრადიციული ალილო გაიმართა

ქრისტეშობის დღესასწაულზე ოზურგეთში ტრადიციული საშობაო მსვლელობა – ალილო გაიმართა, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მლოცველებმა ალილოს სიმღერით ქალაქის ქუჩები შემოიარეს და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვოდნენ.

ალილოს მონაწილეებს, ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე, ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ზაზა შოშიტაიშვილი და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და სასულიერო პირებს საშობაო საჩუქრები გადასცეს.

საშობაოდ შეგროვებული შესაწირი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს გადაეცემა.

  

მსგავსი სტატიები