შობის დღესასწაულზე, ოზურგეთში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა.
მეალილოეებს ადმინისტრაციის შენობასთან შეეგებნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ საშობაო ძღვენი გადასცეს.
ტრადიციული საზეიმო მსვლელობა ,,ალილო“, სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის ლოცვა კურთხევით ქრისტეშობის დღესასწაულზე მთელს საქართველოში იმართება.
მსგავსი სტატიები