ქრისტეშობის დღესასწაულზე ოზურგეთში ტრადიციული საშობაო მსვლელობა – “ალილო” გაიმართა, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.
მრევლმა და მლოცველებმა “ალილოს” სიმღერით ქალაქის ქუჩები შემოიარეს და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვოდნენ.
“ალილოს” მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა -კურთხევით 2000 წლიდან აღინიშნება.