გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, სოფელ ნატანებში, ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერეს და მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღი ფერმერმა ნიკოლოზ გობრონიძემ 20 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10,500 ლარია; ფერმერმა 50,000 ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მათ შორის, კაკლოვნები 8,455 ჰექტარზე; სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები 500 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, მათ შორის თხილი 68 ჰექტარზე. სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მილიონ ლარს აჭარბებს.