ოზურგეთში, სოფლების დამატებითი გაზიფიცირების სამუშაოები იწყება.
ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას და ოზურგეთში იმ სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებს ვიწყებთ, სადაც აქამდე გაზის ინფრასტრუქტურა შეყვანილი არ იყო.
გაზის შეყვანა და დაერთება მოხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში და დასახლებულ პუნქტებში:
გოგიეთი
ჯუმათი
ძირიჯუმათი
ბოგილი
იანეთი
დვაბზუს ნასაკირალი
მთისპირი
ოქროსქედი
ვანისქედი
უკანავა
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერის და დაფინანსებისთვის!