გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა,რომელსაც მხარისა და სამივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
რეგიონულ შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.