🔸 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა – ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ – ოთარ ჩახუნაშვილმა მორიგი რეგიონული შეხვედრა გურიის მხარეში გამართეს.
🔸 ლელა ჯანაშვილი და ოთარ ჩახუნაშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს, ოზურგეთის მერის პირველ მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მათ სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმები და გამოწვევები გააცნეს.
🔸 შეხვედრის მიზანს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
🔸 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.