ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში
„მოხარული ვარ, რომ დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში,“ მონაწილეობა მივიღე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ვისაუბრეთ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მუნიციპალიტეტებში.
კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ თანამშრომლობას ეხება.
პროექტი ხორცილდება საქართველო – ევროსაბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა
მსგავსი სტატიები