6 ნოემბერს, ოზურგეთში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა – 2022“ ჩატარდება – ღონისძიება 14:00 საათიდან დაიწყება.
ავთანდილ თალაკვაძე: ” ოზურგეთის მერია და ჩვენი შესაბამისი სამსახური თანამოქალაქეებისა და სტუმრებისთვის საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა; გურული კერძების მასტერკლასი; საბავშვო-გასართობი სივრცე; თანამედროვე ცეკვებისა და სიმღერის საბავშვო კონცერტი და ფოლკლორული ანსამბლები.
„ალეგრობა“ დასრულდება ფეიერვერკით და გალა კონცერტით, სადაც ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებსაც დავაჯილდოვებთ. გეპატიჟებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ალეგრობა-2022″