ოზურგეთს ისტორიული წარწერა „მამული, ენა, სარწმუნოება“ უბრუნდება. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.
„დღევანდელ სხდომაზე მინდა განცხადება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ოზურგეთს დავუბრუნოთ ისტორიული წარწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება“! ახალი ინსტალაცია აღნიშნული წარწერით, კვლავ გმირთა მოედანზე, ახალ ლოკაციაზე განთავსდება. ეს იყო ჩვენი დაპირება და მოხარული ვარ, რომ დადგა დრო, როდესაც ეს პირობაც სრულდება. მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ ინიციატივას საჯარო მხარდაჭერა პეტიციით გამოუცხადეს,“- თქვა მერმა.