ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა-2022“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
თეატრის გვერდით მდებარე პარკში (“სამკუთხა” პარკი) მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობდა. გაიმართა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა; გურული კერძების მასტერკლასი; მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე; სპორტული აქტივობები; ჩატარდა თანამედროვე ცეკვებისა და სიმღერის საბავშვო კონცერტი – ფოლკლორული ანსამბლები; დაჯილდოვდნენ ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები.
ღონისძებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენი ქალაქის ტრადიციული სახალხო დღესასწაული თანამოქალაქეებთან და სტუმრებთან ერთად აღვნიშნეთ. ყველას მადლობა, რომ ჩემი მოწვევა მიიღეთ და მობრძანდით! მადლობა მერიის თანამშრომლებს ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის. წინ ახალი წელია, რომელსაც პოზიტიური სიახლეებით შევხვდებით!
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ძვირფას ოზურგეთელებს ალეგრობას! ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ! მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
„ალეგრობა“ გალა კონცერტით დასრულდა – მონაწილეობენ „შვიდკაცა,“ „ფორტე,“ ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე და სოფო ბედია.