ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა“ აღინიშნა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობები მიმდინარეობდა. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ტრადიციული გურული კერძები, ასევე ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე წარმოდგენილი იყო სტენდები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი ნაწარმი.
ღონისძებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოს, მუნიციპალიტეტის მერმა 10 ოზურგეთელი დააჯილდოვა საპატიო მოქალაქის სტატუსით.
სახალხო დღესასწაული გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.