ალეგრობის დღესასწაულის აღსანიშნავად ქალაქ ოზურგეთში სამზადისი მიმდინარეობს – ძვირფასო თანამოქალაქეებო, ხვალ, 6 ნოემბერს გიწვევთ ალეგრობის ღონისძიებაზე.
14:00 საათიდან თეატრის გვერდით მდებარე პარკში (“სამკუთხა” პარკი) გაიმართება:
• ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა
• გურული კერძების მასტერკლასი
• საბავშვო გასართობი სივრცე
• სპორტული აქტივობები
• თანამედროვე ცეკვებისა და სიმღერის საბავშვო კონცერტი – ფოლკლორული ანსამბლები
• ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება
• გალა კონცერტი – მონაწილეობენ „შვიდკაცა,“ „ფორტე“, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე და სოფო ბედია
გელით ყველას, #ერთად აღვნიშნოთ ტრადიციული სახალხო დღესასწაული!