ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალა-ბოხვაურში, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მე-19 საუკუნის „მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის“ ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა.
საზეიმო წირვა-ლოცვას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფონდ ,,ქართუს” დირექტორი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ესწრებოდნენ.
ღონისძიება ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ადგილობრივი ანსამბლების კონცერტით დასრულდა.