ოზურგეთის ტექნოპარკის ერთი წლის ანგარიში

დღეს, ოზურგეთის ტექნოპარკის დირექტორმა, ავთო თავდიშვილმა ერთი წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მან, დამსწრე საზოგადოებას ტექნოპარკში განხორციელებული აქტივობების, პროექტებისა და სტატისტიკების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ასევე არასამთავრობო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგაზრდა სტარტაპერებსაც შეხვდნენ.

„ტექნოპარკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2022 წლის იანვარში გახსნა და ერთი წლის თავზე, შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. მოხარული ვარ, რომ ინოვაციების ცენტრი ახალი თაობისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა. ეს არის უნიკალური სივრცე, ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქისათვის, სადაც იდეა, შესაძლებლობები და დაფინანსება ერთმანეთს უკავშირდება. წარმატებებს ვუსურვებ ტექნოპარკს, მის ბენეფიციარებს და ხელმძღვანელს!,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.

       

მსგავსი სტატიები