ლაზიკამედის აკადემია

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე დღეს ლაზიკამედის აკადემიაში იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრში არსებული სხვადასხვა თერაპიის ოთახი დაათვალიერეს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

ახალი ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური პროფესიონალებით; აქ ერთ სივრცეში ხდება სხვადასხვა სერვისის მიღება: ფსიქიატრის, ნევროლოგის და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ასევე, აუტიზმის დიაგნოსტიკა, მეტყველების თერაპია, ქცევის თერაპია, სენსორული თერაპია, აკადემიური უნარების განვითარება.

ამ ეტაპზე დაწესებულებას 100-მდე ბენეფიციარის მიღება შეუძლია.

 

მსგავსი სტატიები