სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ოზურგეთში შეხვედრები მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საინვესტიციო პროექტების განყოფილებისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა – ცხემლისხიდის, ვაკიჯვრის, მერიის, კონჭკათის, თხინვალის, შრომის, ასკანისა და მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
თითოეულ შეხვედრაზე ადგილობრივებს „აწარმოე საქართველოს,“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები გააცნეს და პრეზენტაციები წარადგინეს.
აღნიშნული შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.