ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა
ავთანდილ თალაკვაძემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, თანამოქალაქეებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
მერმა ისაუბრა საცხოვრებელი ფართების დაკანონების, უნებართვო მშენებლობებისა და პარკირების სისტემის საკითხებთან დაკავშირებით. წარადგინა პროგრამები, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის, სოციალურად დაუცველთა დასაქმებას და მედიკამენტებზე ფასდაკლებას ეხება. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.