სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ოზურგეთში

ძლიერი ქარის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ოზურგეთის მერია და მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები. “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები ცალკეულ უბნებში აქტიურად აწარმოებენ სამუშაოებს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

ქალაქის ტერიტორიაზე და სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ეცნობიან ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერის წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

        

მსგავსი სტატიები