საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქციები გაიმართა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ონიანი და მისი თანაშემწე ალეკო პეტრიაშვილი ოზურგეთს ესტუმრნენ, სადაც გურიის რეგიონებისთვის განკუთვნილი საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.
ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტულ დარბაზში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს, რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
მსგავსი სტატიები