საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, შალვა ონიანთან ერთად, ოზურგეთს ესტუმრა და გურიის საკალათბურთო სკოლებისთვის ადგილობრივ ფედერაციას სპორტული ინვენტარი გადასცა.
ფედერაციის წარმომადგენლები, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქცია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით გაიმართა.