დაბა ურეკში, შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა
დღის ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა უნარ-ჩვევების განვითარებას და სრულყოფას, რომელიც მათ დაეხმარებათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და დამოუკიდებლად ფუნქციონირებაში.
ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.