ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, მწერლის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის – დავით შემოქმედელის (ტაკიძე) 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
შემოქმედებით საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა, პოეტის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხეს და მის შესახებ ისაუბრეს. ასევე, შესრულდა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ნომრები.
ღონისძიებას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები