ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში დღეს მწერლის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის – დავით შემოქმედელის (ტაკიძე) 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
შემოქმედებით საღამოზე წაიკითხეს მწერლის ლექსები და მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. შესრულდა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ნომრები.
ოზურგეთის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ლალი სიჭინავამ, დავით შემოქმედელს, მერიის სახელით პერსონალური სასაჩუქრე კალამი გადასცა.
დავით შემოქმედელის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო „მრავალჟამიერით“ დასრულდა.
ღონისძიებას, რომელიც მერიის ორგანიზებით ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.